„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის " დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურა ხაჩიძე თევდორე მღვდლის ქუჩაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა.
ზურა ხაჩიძემ ლია ეკალაძის ოჯახს „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ყურადღება ავარიული სახლების პრობლემის მოგვარების გზებზე გაამახვილა.
ზურა ხაჩიძის განცხადებით, ლია ეკალაძის ოჯახი გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება, რადგან მათი საცხოვრებელი ბინა წლებია ავარიულია და ნებისმიერ წუთს შეიძლება ჩამოიშალოს.
„ჩვენ ვიმყოფებით ქალბატონი ლია ეკალაძის ოჯახში, სადაც შეუძლებელია ცხოვრება, რადგან საცხოვრებელი სახლი ნელ-ნელა იშლება. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისაკენ. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" პროგრამის მიხედვით, ავარიული სახლების პრობლემა აღმოიფხვრება და თითოეულ ოჯახს ნორმალურ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემა."- განაცხადა ზურა ხაჩიძემ.