ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული ბაჰაუდინ ბაღაკაშვილიც პანკისის ხეობის სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ვაჰაბიტებმა ჟურნალისტებს დაკრძალვის ცერემონიის გადაღების და სასაფლაოსთან ახლოს მისვლის უფლება არ მისცეს.
ვაჰაბიტებმა ჟურნალისტები გააფრთხილეს, რომ ვიდეოკამერის გამოჩენისთანავე ტექნიკას დაუმტვრევდნენ. ამ ტიპის პრობლემებზე რეაგირების მიზნით ჟურნალისტებმა დუისის პოლიციას სამი დღის წინ მიმართეს, თუმცა პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა.
შსს-ს ინფორმაციით, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 7 ლიკვიდირებულის ვინაობაა ცნობილი. აქედან ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდინ ალდამოვი დუისის სასაფლაოზე 3 სექტემბერს, ღამით დაკრძალეს. დანარჩენი ოთხის ცხედარი დაკრძალეს თუ ისევ პროზექტურაშია, შსს ინფორმაციას არ ავრცელებს.