ევროკავშირის 17 სახელმწიფოში უმუშევართა რაოდენობამ უკვე 18 მლნ ადამიანს გადააჭარბა. ივლისში სამუშაო ადგილის გარეშე 88 ათასი ადამიანი დარჩა, რამაც უმუშევრობის დონე 11,3 %-ით გაზარდა.
აგვისტოში გერმანიაში უმუშევართა რიგებს კიდევ 29 ათასი ადამიანი შეუერთდა და ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობამ 2,91 მლნ შეადგინა.
ანალიტიკოსების განმარტებით, ევროპაში უმუშევრობის ისეთი დონე, როგორიც დღესაა 1995 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.