პანკისის ხეობის სოფელ დუისში ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედარი ჩაასვენეს. ცხედარი პირდაპირ სასაფლაოზე მიაქვთ დასაკრძალად.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ვაჰაბიტები ჟურნალისტებს გადაღების საშუალებას არ აძლევენ. სასაფლაოსთან მისასვლელი გზა მათ გადაკეტილი აქვთ.
პანკისში ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრის გადასვენება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც დილით, ავსტრიიდან მისი ძმები ჩამოფრინდნენ და ცხედრის გადაცემა მოითხოვეს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.
სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდინ ალდამოვი დუისის სასაფლაოზე 3 სექტემბერს, ღამით დაკრძალეს.
დანარჩენი ოთხი ცხედარი, რომელთა ვინაობაც შს სამინიტრომ დაასახელა, გავრცელებული ინფორმაციით, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალას სასაფლაოზე დაკრძალეს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება.