"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აჭარის უმაღლეს საბჭში და საქართველოს პარლამენტში შაფათავას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ. ნიაზ ზოსიძე და ირაკლი ნარაკიძე მოსახლეობის პრობლემეს გაეცნენ და მათ "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამაზე და პარტიის პრიორიტეტებზე ესაუბრნენ.
ნიაზ ზოსიძის განცხადებით ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობისთვის აქაც გადასახადების, დასაქმების, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის ხელმიუწვდომლობის პრობლემებია აქტუალური. მისივე ინფორმაციით სამწუხაროდ მთელს ამხელა დასახლებაში არ მოიძებნება ნათელი წერტილი, რომელიც ხელისუფლებამ აქ მცხოვრებლებისთვის გააკეთა.
„ჩვენი,ქრისტიან-დემოკრატიული პროგრამა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ მოსახლეობას მოვუგვაროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც ხელისუფლებამ ამ 8 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა. ჩვენი შვილები, ახალგაზრდები უნდა იყვნენ განათლებულები, მშობლები დასაქმებულები ხოლო პენსიონერები და ხანდაზმულები ღირსეულად დაფასებულები." - განაცხადა ნიაზ ზოსიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ქდმ-ს აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მსგავს შეხვედრებს მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ.