ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ახვლედიანმა სოციალურად დაუცველი ჯამაძეების ოჯახი მოინახულა.ახვლედიანი ოთხშვილიანი ოჯახის პრობლემებს ადგილზე დეტალურად გაეცნო და მათ ქრისტიან-დემოკრატების წიანსაარჩევნო პრორგამის იმ ნაწილზე ესაუბრა რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების პრობლემების მოგვარებას ითვალისიწნებს
ცნობისათვის ჯამაძეების ექვსსულიანი ოჯახი 30 კვ.მ ფართობში ცხოვრობს, მათ სახელმწიფოსგან სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ მინიჭებული და უმძიმეს სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. აღსანიშნავია რომ ოჯახის არცერთი წევრი არ არის დასაქმებული
თავის მხრივ, ოჯახის ერთ-ერთი წევრის მერი ჯამაძის განცხადებით, სოციალური დახმარება, რომლითაც მათ სახელმწიფო ეხმარება, მედიკამენტებშიც არ ჰყოფნის, რომელიც მათთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.
გიორგი ახვლედიანის განცხადებით დანაშაულია ის რომ ქვეყანაში მრავალშვილიანი ოჯახებიოს დახმარებს კუთხით არანაირი პოლიტიკა არ არსებობს
"ჩვენს ქვეყანაში რეალურად მრავალშვილიანი ოჯახებისათვის დახმარების პოლიტიკა არ არსებობს. ხელისუფლებამ ვერადავერ შეძლო გამოყოს თანხა, რომლითაც ისინი დაეხმარებიან მრავალშვილიან ოჯახებს. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში, აუცილებლად შევიმუშავებთ პროექტს, რომლის მიხედვითაც დახმარება ექნებათ არა მარტო მრავალშვილიან ოჯახებს, არამედ სახელმწიფო უკვე ოჯახებს მეორე შვილზეც კონკრეტულ დახმარებას გამოუყოფს", - განაცხადა ახვლედიანმა.