"საქართველოს ბანკს" ბაზარზე ახალი თაობის პლასტიკური ბარათი გამოაქვს. ხვალ, 5 სექტემბერს, 11 საათზე "საქართველოს ბანკის" სათაო ოფისში, (გაგარინის ქუჩა 29ა), ახალი თაობის პლასტიკური ბარათის ორეზენტაცია გაიმათება. პრესკონფერენციას გაუძღვება "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი, ირაკლი გილაური. სრულიად ახალი ტიპის პლასტიკური ბარათი, რომელიც საქართველოში პირველად გამოდის, დეტალურად წარედგინება მედიას. ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ, პირველებმა იხილონ ბარათი მოქმედებაში და დაუსვან შეკითხვები ბანკის გენერალურ დირექტორს.