კოალიცია ,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი ირაკლი ალასანია სოფელ ტყაიას მოსახლეობას შეხვდა. ალასანიამ ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
,,ჩვენ ვილაპარაკეთ სოფლის მეურნეობაზე. ტყაიას საერთოდ მიტოვებულია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან. ჩვენ ვილაპარაკეთ იმ ერთ მილიარდზე, რომელსაც ჩავდებთ სოფლის მეურნეობაში და გავმართავთ წელში სოფლის გლეხებს. ასვე ვისაუბრეთ საშუალო ბიზნესის განვითარებაზე", _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.