ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკოლოზ ხაჩირაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს.
კამპანიის ფარგლებში მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს გლდანში პირველადი ჯანდაცვის ობიექტს ესტუმრა, ექიმებს შეხვდა და ახალი სადაზრვევო პროგრამით დაზღვეულ თბილისელებს გაესაუბრა.
ახალი სადაზრვევო პროგრამით, საქართველოში მილიონი ადამიანი, ხოლო თბილისში დამატებით 250 000 თბილისელი დაეზღვია.
ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისელებთან საუბარში აღნიშნა, რომ ახალი პროექტი მნიშვნელოვანი სოციალური შეღავათია თითოეული მოქალაქისთვის.