ბულგარეთმა ევროზონაში შესვლა რეგიონში ფინანსური კრიზისის გამო გადადო, ამის შესახებ The Wall Street Journal -თან საუბრისას ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა სიმეონ დიანკომ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ის ევროზონაში გაწევრიანებაში ქვეყნისთვის ვერანაირ სარგებელს ვერ ხედავს. მისივე განმარტებით, ევროზონაში თამაშის წესები ხშირად იცვლება, რაც ბულგარეთისთვის საკმაოდ სარისკოა.