შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და შავი ზღვის სამსახურის თანამშრომლებმა მშრალტვირთმზიდი გემი "KITTIWAKE" დააკავეს.
ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ზღვის დაბინძურების ფაქტზე (ჰიდრავლიკური ზეთის ზღვაში ჩაღვრა) დაკავებული მარშალის კუნძულების დროშით მცურავი გემი „KITTIWAKE" აღმოჩენილ იქნა ბათუმის პორტის მე-7 ნავმისადგომთან.
გემის კაპიტნის, შრი-ლანკის მოქალაქის, მარა თუგოდა დოლაფილიპე გედარა რავეენდრა ჰათმასირის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით.
მოქალაქე მარა თუგოდა დოლაფილიპე გედარა რავეენდრა ჰათმასარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 374,33 ლარის ოდენობით