გერმანულმა სააგენტო Aerotelegraph-მა ევროპის ყველაზე არაპუნქტუალური აეროპორტების რეიტინგი შეადგინა. რეიტინგის შედგენისას, მოხდა გაანალიზება ისეთი მონაცემებისა, როგორიცაა მგზავრების დაყოვნება, რეისების დაგვიანება და გადადება. რეიტინგის მიხედვით, ევროპის ყველაზე არაპუნქტუალურ აეროპორტად მადრიდის ბარახასის აეროპორტი დასახელდა.
რეიტინგი:
1. მადრიდის ბარახას აეროპორტი (რეისების საშუალო დაგვიანება - 16,1 წუთი, 2011 წელს რეისების 54,3% არაპუნქტუალურად შესრულდა);
2. ლისაბონის აეროპორტი (რეისების დაგვიანების საშუალო დრო - 13,6 წუთი, 2011 წელს რეისების 48,4% არაპუნქტუალურად შესრულდა);
3. პალმა დე მალიორკას აეროპორტი (დაგვიანების საშუალო დრო -13,2 წუთი, 2011 წელს რეისების 43% არაპუნქტუალურად შესრულდა);
4. მანჩესტერის აეროპორტი (დაგვიანების საშუალო დრო 12,7 წუთი, 2011 წელს რეისების 38,2% არაპუნქტუალურად შესრულდა);
5. ლონდონის ლუტონის აეროპორტი (დაგვიანების საშუალო დრო 12,5 წუთი, 2011 წელს რეისების 43,5% არაპუნქტუალურად შესრულდა);
6. პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი (რეისების დაგვიანების საშუალო დრო - 12,5 წუთი, 2011 წელს რეისების 49,1% არაპუნქტუალურად შესრულდა);
7. ესპანეთის, ალიკანტეს აეროპორტი (რეისების დაგვიანების საშუალო დრო - 11,9 წუთი, 2011 წელს რეისების 42,8% არაპუნქტუალურად შესრულდა;
8. ფრანკფურტის აეროპორტი (რეისების დაგვიანების საშუალო დრო - 11,4 წუთი, 2011 წელს რეისების 51,5% არაპუნქტუალურად შესრულდა);
9. ესპანეთის მალაგას აეროპორტი (რეისების დაგვიანების საშუალო დრო 11,3 წუთი, 2011 წელს რეისების 39,3% არაპუნქტუალურად შესრულდა);
10. რომის ფიუმიჩინოს აეროპორტი (რეისების დაგვიანების საშუალო დრო 11,1 წუთი, 2011 წელს განხორციელებული რეისების 47,1% არაპუნქტუალურად შესრულდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თურქულმა არხმა VTV აეროპორტში ფასების მიხედვით ყველაზე ძვირადღირებული აეროპორტების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ევროპის აეროპორტებიდან ანტალიის აეროპორტი ყველაზე ძვირია.