აშშ-ის კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტო (NASA) იწყებს ახალი პროექტის - მომავლის თვითმფრინავის შექმნას, რომელიც ავიაციის განვითარებაში ახალი სიტყვა იქნება. ეს არის ზებგერითი თვითმფრინავი, რომელიც ამჟამად მხოლოდ კონცეფციის სახით არსებობს, მაგრამ მან უკე მოიპოვა მნიშვნელოვანი პოპულარობა მედიაში. უმთავრესად მისი ტექნიკური მახასიათებლები და გასხვავებული ფორმა სახელდება.
გარეგნულად თვითმფრინავი ოთხქიმიან ვარსკვლავს ჰგავს. ბრტყელი "ტანი" გვერდებში ორი გრძელი ფრთა, ხოლო მეორე წყვილი ფრთების უფრო მოკლეა და პერპენდიკულარულად არის განლაგებული.
აფრენისას თვითმფრინავი იყენებს გრძელ ფრთებს, მაგრამ ჰაერში, როდესაც მისი სიჩქარე ბგერის სიჩქარეს უახლოვდება - 1,2 ათასი კმ/სთ, ის ტრიალდება 90 გრადუსით და მოკლე ფრთებით მიფრინავს, რითაც საუკეთესო აეროდინამიკულ მაჩვენებელს აღწევს და გადადის ზებგერით სიჩქარეზე.
ამ კონსტრუქციის უპირატესობად სახელდება ხმის დარტყმის გადალახვა ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ხმის დარტყმის პროცესი ისეთი ძლიერია, რომ თავის დროზე ის რამდენიმე სახეობის ზებგერით საფრენი აპარატის აკრძალვის მიზეზიც კი გახდა. ამ დრომდე ავიაკონსტრუქტორებმა ვერ შეძლეს ხმის დარტყმის გავლენის შემცირება ცოცხალი ორანიზმისთვის საჭირო ზღვრამდე.
ამ თვითმფრინავის უპირატესობად ისიც ითვლება, რომ მას შეუძლია ბგერის სიჩქარეზე ორჯერ მეტი სიჩქარის - 2,4 ათასი კმ/სთ განვითარება.
თვითმფრინავის შექმნის პირველი ეტაპისთვის NASA-მ უკვე გამოყო 100 მილიონი აშშ დოლარი.