აშშ-მა ავღანეთში ნატოს ჯარისკაცებზე სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან გახშირებული თავდასხმების გამო, ავღანეთის პოლიციისა და სამხედრო უწყების კურსანტეების სწავლების შეწვეტის შესახებ განაცხადა.
პენტაგონის წარმომადგენლის ჯონ ჰარელის განცხადებით, ყვეელა სახის ტრენინგები ერთიდან ორი თვის ვადამდე შეჩერებულია.
ამ ხნის განმავლობაში დეტალურად იქნება შესწავლილი კურსანტების კავშირი ავღანელ ამბოხებულებთან.
გავრცელებული ინფორმაციით, სწავლება შეუწყდა 1000-მდე პოლიციელსა და სამხედრო მოსამსახურეს.
ამის მიუხედავად აღნიშნულ პერიოდში ახალი კურსანტების მიღების პროცესი გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ავღანელი პოლიციელების ან მათ ფორმაში ჩაცმული პირების მიერ კოალიციის ჯარების 40 მოსამსახურე იქნა მოკლული. გასულ წელს კი ასეთი 35 ფაქტი დაფიქსირდა.