აშშ-ის სულელური ქმედების შემთხვევაში, თუ ისინი სირიას თავს დაესხმიან, ირანი მის გვერდით დადგება. ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის კულტურისა და პროპაგანდის კომიტეტის თავმჯდომარემ მოჰამედ ალი ასუდიმ განაცხადა.
"თუ ამერიკა შეუტევს სირიას, ირანი სირიის მოკავშირეებთან ერთად მიიღებს შესაბამის ზომებს, რომელიც ამერიკას ფიასკომდე მიიყვანს", - განაცხადა ასუდიმ თუმცა არ დააზუსტა რა ზომები იქნება მიღებული.
მისი თქმით, სირიის მოკავშირეები შეასრულებენ საკუთარ ვალდებულებას სამხედრო შეთანხმების ფარგლებში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა ყატარის, თურქეთისა და საუდის არაბეთის მხადრაჭერით ცდილობს დარტყმა მიიტანოს სირიაზე და დაამხოს სირიის მთავრობა.
როიტერის ინფორმაციით, მოჰამედ ალი ასუდის განცხადება სამათავრობო სააგენტო - Young Journalists' Club-ის საიტზე გაჩნდა, მაგრამ შემდგომ ის მოიხსა. ამის მიუხედავად ირანის რამდნიმე სააგენტომ მოასწრო მისი გავრცელება.
ირანმა და სირიამ სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება 2006 წელს გააფორმეს. ხელშეკრულების დეტალები უცნობია.