ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები 27 სექტემბერს იწყება და ერთი გზა კიევის მიმართულებით 22 ევრო ეღირება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ასაფრენი ზოლი გახსნისას განაცხადა.
"ჩვენ გვჭირდება ქართული ავიაკომპანიების შექმნა, უცხოური იაფფასიანი ავიაკომპანიების შემოყვანა. მთავარი მიზანია, ხალხის დასაქმება", - განაცხადა სააკაშვილმა.
დღესვე, რეაბილიტირებულ ასაფრენ ზოლზე პირველი მსოფლიო კლასის სატვირთო ავიაბოინგი დაჯდა და როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის ნამდვილი და არა ფოტოშოპი.
"მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, ეს თვითმფრინავი არ არის დეკორაცია, მართლა დაჯდა და არ დაიწყოს ვიღაცებმა, რომ არის ფოტოშოპი", -დასძინა სააკაშვილმა