ყვარელში 17 წლის მოზარდი გველმა საკუთარი სახლის სარდაფში დაკბინა. მოზარდი თავდაპირველად ყვარელის სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა საჭირო გახდა პაციენტის თბილისში გადმოყვანა.
კატასტროფის მეიდიცინის ცენტრის მანქანით პაციენტი თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
მედიკოსების განცხადებით, დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია.