თბილისის მერიამ მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მარშალ გელოვანის გამზირის ბოლოდან დავით აღმაშენებლის ხეივნისაკენ გასასვლელი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული კვანძის მოწყობა თბილისიდან გამავალი და ქალაქში შემომავალი ტრანსპორტის, ასევე რობაქიძის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რაც მუდმივ საცობებს ქმნიდა. 95 მეტრი სიგრძის ბეტონის გვირაბი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა. გვირაბის გარე პერიმეტრი გრანიტით მოპირკეთდა. ახალი გვირაბის ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად, დავით აღმაშენებლის ძეგლთან გაუქმდა შუქნიშან, მოეწყო სატრანსპორტო კვანძი და შესაძლებელი გახდა მანქანების შეუჩერებლად გადაადგილება, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე საცობებს მინიმუმამდე შეამცირებს. გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, გაშენდა დასასავენებელი სკვერი.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს ავტობუსით თბილისელებთან ერთად, მარშალ გელოვანის გამზირზე აშენებული ახალი გვირაბი და ქალაქში მშენებარე სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა.