„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯაბა სამუშიამ დღეს ნაძალადევის რაიონში მცხოვრები მარიამ ილურიძის ოჯახი მოინახულა.
ჯაბა სამუშიამ ქალბატონ მარიამს მარიამობის დღესასწაული მიულოცა და ოჯახის პრობლემებს გაეცნო.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, ილურიძეების ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს და არანაირი შემოსავალი არ აქვთ. მიუხედავად ასეთი გაჭირვებისა, სახელმწიფო მათ სოციალურად დაუცველის სტატუსს არ ანიჭებს.
„ქალბატონი მარიამის ოჯახიდან მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო მარიამობის დღესასწაული და ყველა ოჯახს მშვიდობა და კეთილდღეობა ვუსურვო. „ქრისტიან - დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი შესაბამისი სოციალური პირობებით იქნება უზრუნველყოფილი ." - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.