თელავის რაიონშის სოფელ ლაფანყურში გაუჩინარებული ხუთი ახალგაზრდა იპოვეს. ხუთივე მათგანი უვნებელია და სახლებში დააბრუნდნენ.
ლერი ხუცურაულს, ლევან გარაშვილს, ბესიკ მიჯახკაშვილს, ტატო ღაღოლიშვილს და თამაზ გამიერაშვილს დილიდან ვერტმფრენის დახმარებით ეძებდნენ.
თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის ტყიდან, რომელიც დაღესტანს ესაზღვრება, 5 ახალგაზრდა 26 აგვისტოს დაიკარგა.ლაფანყურის მაცხოვრებლების განცხადებით, ახალგაზრდები საქეიფოდ სოფლიდან დაახლოებით 4 კილომეტრში, ტყეში წავიდნენ. ახალგაზრდების კვალი 26 აგვისტოდან, დღის 4 საათიდან იკარგებოდა.