„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი მაგდა ანიკაშვილი დღეს სამგორის რაიონში მცხოვრებ ჯანიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა და მათ მარიამობა მიულოცა.
მაგდა ანიკაშვილმა ჯანიაშვილების ოჯახის პატარა წევრს, მარიამ ჯანიაშვილს მარიამობის დღესასწაული მიულოცა და ოჯახის პრობლემებს გაეცნო.
მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, ჯანიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს მარჩენალდაკარგულის სტატუსი აქვს და სახელმწიფოსგან მიზერულ დახმარებას იღებს, რომელიც არ არის საკმარისი.
„მარიამის სახელით, მინდა ყველა მარიამს და ყველა ოჯახს დღევანდელი დღე მივულოცო და ყველეფერი საუკეთესო ვუსურვო. მარიამის ოჯახს მარჩენალდაკარგულის სტატუსი აქვს და სახელმწიფო კი ასეთ ოჯახებს მიზერული თანხით ეხმარება. ჩვენს პროგრამაში არის პუნქტი მარჩენალდაკარგული ოჯახების შესახებ და „ქრისტიან - დემოკრატების" გამარჯვების შემთხვევაში ყველა ოჯახი მიიღებს შესაბამის დახმარებას." - განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა