მარშალ გელოვანის გამზირიდან აღმაშენებლის ხეივსნის მიმართულებით ახალი გვირაბი გაიხსნა. გვირაბი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა და ის მგზავრთა თავისუფლად გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
გვირაბის გახსნის პარალელურად ადგილზე მთლიანად მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია და დამონტაჟდა გარე განათების სისტემები.
თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის განცხადებით, ქალაქში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობის მთავარი მიზანი საცობების განმუხტვა და კომფორტული გადაადგილებაა.