აღმოჩენა შუახევში. სოფელ ფურტიოში არქეოლოგიური გათხრების დროს ნაეკლესიარი და სამარხები აღმოაჩინეს. აღმოჩენა სოფელ ფურტიოს ცენტრში სარეაბილტაციო სამუშაოების დროს მოხდა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ტაძრის საკურთხეველი, სამარხები, კერამიკის, ბრინჯაოსა და თიხის საეკლესიო და სამეურნეო ნივთები, ასევე სასუფრე ჭურჭელი და რამდენიმე მონეტა.
როგორც არქეოლოგები ამბობენ, აღმოჩენილი ნაეკლესიარი და ნივთები საშუალებას იძლევა, რომ აღნიშნული ტერიტორია დათარიღდეს XI-XII საუკუნეების ფეოდალური ხანით. არქეოლოგების გარდა, გათხრებში აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივებიც.
ნაპოვნ ნივთებს არქეოლოგიურ მუზეუმში მოათავსებენ, ხოლო ტერიტორიაზე, სადაც არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, სამომავლოდ ჯვარი აღიმართება.
მასალის გამოყენების პირობები