საგარეჯოს პოლიციაში „ქართული ოცნებიდან" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხიდაშელი დაკითხეს. ხიდაშელმა პოლიციას ჩვენება მისცა 17 აგვისტოს, სოფელ იორმუღანლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის გამოძიებაც თავად ხიდაშელმა მოითხოვა.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ის საგარეჯოს პოლიციას ვიდეომასალასაც წარუდგენს, სადაც ინციდენტის ამსახველი კადრებია.
ხიდაშელმა პოლიციაში საჩივარი სოფელ დუზაგრამას გამგებლის წინააღმდეგ კამპანიაში ხელისშეშლის ბრალდებით შეიტანა. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავებმა 17 აგვისტოს დააკავეს კოალიცია „ქართული ოცნების" მხარდამჭერი ქამარატ მამედოვი, ხოლო 18 აგვისტოს დილით ასევე დააკავეს კოალიციის მეორე მხარდამჭერი ნათიკ რასულოვი.
17 აგვისტოს კოალიციის კანდიდატი შეხვედრებს სოფელ მუღალოსა და ქეშალის მოსახლეობასთან მართავდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, ჩხუბი ატეხეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ფსევდო „ინფო 9"-ის წარმომადგენლის მიმართ, რომელიც „ინფო 9"-ის ნამდვილ წარმომადგენლად მიიჩნიეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს