სირიაში შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება სჭირდება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
მისი თქმით, სირიის რეზოლუციაზე რუსეთისა და ჩინეთის მიერ დადებულმა ვეტომ მნიშვნელოვნად შეასუსტა გაეროს გავლენა.
ოლანდმა მოუწოდა სირიის ოპოზიციას შექმნან ეროვნული თანხმობის მთავრობა. მისი თქმით, საფრანგეთი მზადაა აღიაროს ასეთი მთავრობა, როგორც კანონიერი.
პარალელურად გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა "შოკისმომგვრელი" უწოდა ინფორმაციას ქალაქ დარას საცხოვრებელი სახლების სარდაფებში სამსამდე დახოცილის ცხედროს პოვნის შესახებ.
შეგახსნებთ, რომ 2011 წლის მარტიდან სირიაში მიმდინარე კონფლიქტის დროს 18 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.