შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე: ზაზა თამაზის ძე მათიაშვილი და ოლღა მიხეილის ასული კაკუტაშვილი გამოავლინეს, რომლებმაც 2009 წლის დეკემბერში ყალბი ოფიციალური დოკუმენტები დაამზადეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება 362 მუხლით.