ეიფელის კოშკი ევროპის ყველაზე ძვირადღირებულ ღირშესანიშნაობად აღიარეს. კოშკის ღირებულება 430 მილიარდ ევროდაა შეფასებული - რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ევროპის სხვა ღირშესანიშნაობების ღირებულება. მაგალითისთვის, ინგლისის სტოუჰენჯი 10,5 მილიარდ ევროდაა შეფასებული.
ეიფელის კოშკი 6-ჯერ ძვირია, ვიდრე რომის კოლიზეუმი.
იტალიის სავაჭრო პალატის ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ ეიფელის კოშკის ღირებულება საფრანგეთის მშპ-ს 25%-ია.
რეიტინგში მეორე ადგილზე რომის კოლიზეუმია - 91 მილიარდი ევროთი. მესამეზე ანტონიო გაუდის Sagrada Familia - 90 მილიარდი ევრო.
შემდეგ მოდიან მილანის ტაძარი- 82 მილიარდი ევრო, ლონდონის ტაუერი -40,5 მილიარდი ევრო, მადრიდის პრადოს მუზეუმი - 59 მილიარდი ევრო და ინგლისის სტოუნჰეჯი - 10,5 მილიარდი ევრო.