აუდიტის სამსახურმა ააიპ "საქართველო არ იყიდება" 5000 ლარით დააჯარიმა და სამართალდარღვევის საქმე განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ორგანული კანონით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტის - ააიპ „საქართველო არ იყიდება"-ს წევრების გიგა ნასარიძისა და ირაკლი ლექვინაძის მიერ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ განხორციელებული არაფულადი შემოწირულების საკითხი.
ააიპ „საქართველო არ იყიდება"-ს მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის ასახულ ივიდეო რგოლების სახით არაფულადი შემოწირულების მიღების ფაქტი და არ არის დეკლარირებული „მოქალქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დაცვით. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ააიპ „საქართველო არ იყიდება"-ს მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც ორგანული კანონით განსაზღვრული სანქციის ოდენობაშეადგენს 5000 ლარს. სამართალდარღვევის საქმე განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.