ხვალ, 28 აგვისტოს, 100-ზე მეტი შეწყალებული პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. შეწყალების სახელმწიფო კომისიამ 23 აგვისტოს დადებითი რეკომენდაცია 100-ზე მეტ პატიმარზე გასცა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიამ სულ 206 პატიმრის საქმე განიხილა და ნახევარზე მეტმა სასჯელის სრულად მოხსნის რეკომენდაცია მიიღო.
თევდორაძის თქმით, დადებითი რეკომენდაცია 14 ქალზე და ერთ არასრულწლოვანზე გაიცა.
სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ 15 შემთხვევაში კომისიამ პატიმრებს სასჯელის განახევრების რეკომენდაცია მისცა.