საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ მაჟორიტარობის კანდიდატები სამ რაიონში წარადგინა.
საჩხერის რაიონში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით კენჭს ზურაბ ცერცვაძე იყრის, ხონის რაიონში - მოქმედი დეპუტატი დავით ჭავჭანიძე, ხოლო წყალტუბოში - აკაკი ბობოხიძე.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, იმერეთი არის კუთხე, რომელსაც მიხედვა სჭირდება. "ჩვენი ამოცანაა, რომ იმერეთში, განსაკუთრებით კი მთიან ნაწილში, სადაც ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, მოსახლეობამ, რაც შეიძლება სწრაფად იგრძნოს ქვეყნის განვითარების ყველა სიკეთე", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.