გერმანიის ქალაქ დოუსელდორფში მიმდინარე შეჯიბრების დროს მსაჯი დაიღუპა.
შუბი, რომელიც სპორტსმენმა ისროლა 74 წლის არბირტს კისერში მოხვდა. მსაჯი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
15 წლის სპორტსმენი, რომელიც ძალაუნებურად მკვლელობის მონაწილე აღმოჩნდა სათანადო ფსიქოლგიური დახმარება უტარდება.
პოლიცია აცხადებს, რომ მომხდარი უბედური შემთხვევაა.