1-ელ სექტემბერს თბილისში და საქართველოს 11 ქალაქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყრილობას გამართავს.
"ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერის, ჩიორა თაქთაქიშვილის განმარტებით, თითოეულ ქალაქში, საარჩევნო ყრილობაში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი რეგიონის პარტიის შტაბის წევრები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები.
პარტიის ლიდერები საზოგადოებას მიაწოდებენ ინფორმაციას, თუ როგორ გეგმავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მეტი ხალხის დასაქმებას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და სოფლის გაძლიერებას.