ბელორუსმა სამართალდამცველებმა ბონდო შალიკიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილები გამოავლინეს. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას, საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ვალერი ვაკულჩიკმა გააკეთა.
ვალერი ვაკულჩიკის თქმით, ბელორუსი სამართალდამცველები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მოქმედებდნენ და დეტალების გამოაშკარავების შემდეგ საქმეში შესაძლოა ქართველი გამომძიებლებიც ჩართონ.
ვაკულჩიკს ეჭვმიტანილთა ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა განმარტა, რომ გამოძიება მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.