კოალიცია "ქართული ცონების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამობროლაურში ამომრჩეველს სოჭის გირჩის ბიზნესზე ესაუბრა. მისი თქმით, უცხოელი ბიზნესმენები სოჭის გირჩით დაინტერესებულნი არიან.
"ეს სიმდიდრეები საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარდეს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ეს ბიზნესი მონოპოლისტების ხელშია, "თორემ რაჭის მოსახლეობა სიდუხჭირეში არ უნდა ცხოვრობდეს. რაჭაში ერთი კილო სოჭიდან გლეხს 6 ლარი შესდის, როცა უცხოეთში მისი ფასი 100 დოლარზე მეტია".