კოალიცია "ქართული" ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მოწყობის მოდელზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გამორიცხავს. როგორც მან ონში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, კოალიციაში "ქართულ ოცნებაში" ქვეყნის მოწყობის მოდელზე ჭიდილი ალასანიას "თავისუფალ-დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის დაიწყო.
მისი თქმით, ალასანიას გუნდი საპრეზიდენტო მოდელს უჭერენ მხარს, "რესპუბლიკელებს" კი საპარლამენტო მოდელზე მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ.
"თავისუფალ დემოკრატებს" სურვილი აქვთ, რომ საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყოს, თუმცა "რესპუბლიკელებს" მკვეთრად განსხვავებული პოზიცია აქვთ და უფრო საპარლამენტოსკენ იხრებიან. დანარჩენ პარტიებს პრინციპული მოსაზრება არა აქვთ. პირადად მეც, უფრო მეტად საპარლამენტო წყობისკენ ვიხრები და უპირატესობას მას ვანიჭებ, თუმცა პრინციპული მნიშვნელობა არც ჩემთვის არ აქვს. როცა გუნდში ამ საკითხზე ჭიდილი დაიწყო, მე ვთხოვე, რომ ეს თემა მომავლისთვის გადაგვედო. ჩვენ საზოგადოებას შევეკითხებით. თუ საჭირო იქნება რეფერენდუმს ჩავატარებთ და ქართველ მოსახლეობასთან შევათანხმებთ იმას, თუ რომელ წყობას აირჩევს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები