საარჩევნო სიებში აგენტსა და კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნებს გამოავლენენ, - განაცხადა პარლამენტარმა გია თორთლაძემ, რომლის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა შეიქმნას კანონით გათვალისწინებული სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელსაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების პარტიული სიები უნდა გადაუგზავნოს.
"მოლაპარაკება გვქონდა დაახლოებით ერთი თვის წინ, აპირებენ ამ კომისიის შექმნას. წესით, ცესკო-ში სიების შეტანა რომ დასრულდება, კომისია უკვე უნდა არსებობდეს. ცესკო-მ სიები უნდა გადაუგზავნოს კომისიას. თუ აღმოჩნდება სიაში ისეთი ხალხი, დავუშვათ აგენტი ან კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსანი, ცესკო ვალდებული იქნება, შეატყობინოს ამომრჩეველს", - აცხადებს თორთლაძე.