"ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ბასილია გორკის ძეგლთან მოსახლეობას შეხვდა და გაეცნო მათ პრობლემებს.
კახა ბასილიამ ადგილობრივებს „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მოსახლეობის ძირითად პრობლემას ამორტიზირებული სახლები და დაზიანებული მილები წარმოადგენს. ასევე, მთავარ პრობლემად კვლავ კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული მაღალი ტარიფები რჩება.
„ჩუღურეთის რაიონში მოსახლეობას ამორტიზირებული სახლებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა აწუხებს. კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული მაღალი ტარიფები კი თითოეული ოჯახის მძიმე ტვირთია. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას დროულად მოაგვაროს აღნიშნული პრობლემები"- განაცხადა კახა ბასილიამ და დასძინა, რომ „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში, კომუნალურ გადასახადებზე სამართლიანი ტარიფები დაწესდება და ყველა ზემოთ აღნიშნული პრობლემა მოგვარდება." - განაცხადა კახა ბასილიამ