ნეპალელმა გლეხმა, რომელსაც ბრინჯის ყანაში გველმა უკბინა, კობრა დაიჭირა და სასიკვდილოდ "დაკბიჩა".
მოჰამედ სალმოდინმა "ბი-ბი-სისთან" საუბარში აღნიშნა, რომ გველების მომთვინიერებელმა მას ადრე უთხრა, რომ "თუ გველმა დაგკბინა საპასუხოდ შენც უნდა უკბინო და არაფერი დაგემართება".
"როდესაც ვიგრძენი, რომ გველმა მიკბინა, და ვნახე, რომ ეს კობრა იყო, მე დავეწიე მას დავიჭირე და თავადაც ვუკბინე", - განაცხადა ნეპალელმა.
კობრა გამწარებული ნეპალელის ნაკბენებისგან დაიღუპა.
სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოჰამედ სალმოდინის ჯანმრთელობა არაფერი ემუქრება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება კი განაცხადეს, რომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას არ აპირებენ, რადგანაც გველის ეს სახეობა არაა სახელმწიფოს მიერ დაცულ ნაირსახეობათა შორის.