საქართველოს მოქალაქეების 2/3-ზე მეტი, 69% ამჟამად მოელის, რომ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არცევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება - რაც ივლისის მაჩვენებელთან შედარებით 6%-ით გაზრდილი. ასეთი შდეგები აჩვენა ამერიკული კომპანია "გრინბერგ ქუინლან როზნერის"( GQR) მიერ ჩატარებულმა კვლვამ, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით ჩატარდა. კვლევის შედეგები ნაციონალურმა მოძრაობამ გამოაქვეყნა.
კვლევის შედეგების მიხედვით, უმრავლესობა ამომრჩევლისა - მყარი 69% 1-ელ ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას მოელის, რაც 2008 და 2010 წლების არჩევნების წინა პერიოდთან შედარებით შედარებით უფრო მაღალი მაჩვენებლია.
"ჩვენი ფოკუს ჯგუფები აჩვენებენ, რომ ეს მოლოდინები წარმოიშვა ისეთი ფაქტორებისგან, როგორიცაა ბოლო პერიოდში საარჩევნო სიების დახვეწა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, მოსალოდნელი დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა, და ის ფაქტი, რომ ამომრჩეველი აცნობიერებს, რომ მომავალი არჩევნები უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ვიდრე წინა არჩევნები", - ნათქვამია კვლევაში.
შეგახსენებთ, რომ სავარაუდოდ არჩევნებში მონაწილე სავარაუდო ამომრჩევლებში, სადაც გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ხმები ამგვარი გზით ნაწილდება, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხმების 55%-ს იღებს, ,,ქართული ოცნება" - 33%-ს და ქდმ იღებს 5%-ს", - აღნიშნულია კვლევის შედეგებში.
გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით 1-დან 6 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1500 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევა ასევე მოიცავს 699 ქვე-შერჩევას იმ სავარაუდო ამომრჩევლისა, რომლებიც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაც აქტივობის 58% -იან დონეს წარმოადგენს. მთლიან შერჩევაში სავარაუდო ცდომილების დონე+/- 2.8%-ია, სავარაუდო ამომრჩევლებში ცდომილება +/-3.7%. კვლევა ,,გრინბერგ ქუინლან როზნერმა" შეიმუშავა და ჩაატარა ჯერემი როზნერი ხელმძღვანელობით, ხოლო საველე სამუშაოები ჩაატარა ქართულმა კომპანიამ ,,ეი სი თი" (ACT)