"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი დღეს ღოღობერიძისა და ბეჟანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებილ საზოგადოებას „ქართული ოცნების" ჯანდაცვის, დასაქმების, განათლების პროგრამები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.
„ვისაუბრეთ ყველაზე მთავარზე, რაც ამ ადამანებს აწუხებთ - სოციალური უსამართლობა, ხელმიუწვდომელი ჯანდაცვა, ავარიული და მიწისძრვრით დაზარალებული სახლები. მე მათ ვაძლევ პირობას რომ „ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში, არცერთი ეს პრობლემა აღარ იარსებებს. ჩვენ შევქმნით მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ამ პრობლემას ნაძალადევსა და მთელ ქალაქში" - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაბა" იძლევა ხელმისაწვდომი ჯანდაცვის შესახებ დაპირბებს, თუმცა საზოგადოებამ კარგად იცის როგორ სრულდება მათი დანაპირები.
„უკვე 9 წელია „ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობას ხელმისაწვდომ ჯანდაცვას პირდება და ამ პირობის შესრულება ვერ თუ არ მოხარეხა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ოჯახისთვის დღეს რომელიმე წევრის ავად გახდომა ავტომატურად ნიშნავს ამ ოჯახის გაღატაკებას. ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარება რომ შეძლებოდა აქამდე უნდა მოეგვარებინათ. ბიძინა ივანიშვილმა, იმის მიუხედავად რომ ის არ იყო ხელისუფლების წევრი, ჯანდაცვასთან დაკავშირებული ყველანაირი პრობლემა მოუხსნა საჩხერის მოსახელობას" - განაცხადა წულუკიანმა.
დღესვე, 18.00 საათზე თეა წულუკიანი ჩარგლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახელობას შეხვდება და მათ პრობლემებს მოისმენს.