საარჩევნო სუბიექტებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსებაზე თანხმობის წერილები წარუდგინეს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სულ 11 თანხმობის წერილი შევიდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" თანახმად (მუხლი 56, პუნქტი I), იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტი გადალახავს 5 პროცენტიან ბარიერს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად ღებულობს არა უმეტეს 1,000,000 ლარისა. აღნიშნულ თანხაში შედის სატელევიზიო რეკლამის ხარჯებისთვის მიზნობრივად განსაზღვრული 300,000 ლარი. (საარჩევნო სუბიექტი დაფინანსებას, საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების თაობაზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად მიიღებს, საარჩევნო კოდექსის 57-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ).