რამდენიმე ქვეყაანამ სირიაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების გეგმა შეიმუშავა, ამის შესახებ არაბეთის დიპლომატიურ წრეებთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა.
ამ გეგმის მიხედვით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი პოსტიდან უნდა წავიდეს, წერს ქუვეიტის გამოცემა "ა-რაი".
ასადის წასვლის შემდეგ, ქვეყანაში სიმშვიდის გარანტად რჩება ჯარი.
ამ გეგმას ეთანხმებიან რუსეთი, ჩინეთი და ირანი.
"რუსეთი და ჩინეთი დარწმუნებულნი არიან, რომ ასადის დრო წავიდა და კრიზისის მოგვარების სხვა გზა გარდა მისი გადადგომისა არ არსებობს", - წერს გამოცემა.
გამოცემის მიხედვით, ასადმა წასვლის პირობა დადო, იმ შემთხვევაში თუ ხელისფლებას "ტერორისტები და ანარქისტები"არ ჩაიგდებენ ხელში.
ოპოზიცია თავის მხრივ აცხადებს, რომ არ აპირებს რაიმე სახის მოლაპარაკებას ასადის რეჟიმთან, გარდა ხელისუფლების გადაცემისა.
შეგახსენებთ, რომ სირაიაში მიმდინარე კონფლიქტში, რომელიც 2011 წლის მარტში დაიწყო გაეროს მონაცემებით 18 ათასი ადამიანია დაღუპული.