„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია დღეს თანაგუნდელებთან ერთად ახმეტელის თეატრში გლდანის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრისას, ინგა გრიგოლიამ მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა და გამარჯვების შემთხვევაში ხალხს სამართლიანი ტარიფების მიღწევას შეჰპირდა.
ინგა გრიგოლიამ შეხვედრისას გადაწყვიტა უშუალო კონტაქტი დაამყაროს გლდანის მოსახლეობასთან და თავისი პირადი ნომერი საჯაროდ გამოაცხადა.
„მე მინდა, რომ თითოეული გლდანელის მეგობარი გავხდე და ამიტომ, გადავწყვიტე ჩემი პირადი ნომერი საჯაროდ გამოვაცხადო და ყველა ჩემს მხარდამჭერს ჰქონდეს საშუალება ყოველგვარი თანაშემწეების გარეშე დამიკავშირდეს და გამიზიაროს საკუთარი გასაჭირი, რათა ბოლომდე ვიბრძოლო თქვენი უფლებების დასაცავად." - განაცხადა ინგა გრიგოლიამ
ცნობისთვის, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ინგა გრიგოლიას პირადი ნომერია -
577 10 00 11