ავღანეთის აღმოსავლეთით, ნატომ ავადარტყმის შედეგად მოძრაობა "თალიბანის" ერთ-ერთი ლიდერი მულა დადულა, მისი უახლოესი თანამოაზრე შაკირი და რამდენიმე თანამებრძოლი გაანადგურა.
გავრცელებული ინფორმაციით, "თალიბანის" ლიდერები და მათი 12 პირადი მცველი პაკისტანის სააზღვართან პროვინცია კუნარში გაანადგურეს.
ნატო დადულას აშშ-ის და მისი მოკავშირეების შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმაში დებდა ბრალს.
სამხედრო უწყების ინფორმაციით, მულა დადულა პასუხისმგებელი იყო "თალიბანის" მებრძოლების გადაადგილებაზე და მათი იარაღით მომარაგებაზე.
"თალიბანმა" თავისი ერთ-ერთი ლიდერის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.
მასალის გამოყენების პირობები