ჰაიტს ტროპიკული შტორმი "ისააკი" დაატყდა თავს.
აშშ-ის ქარიშხლების შესწავლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უძლიერესი წვიმა და შტორმული ქარი სანაპირო ზოლში ჰაიტის, დედქალაქ პორტ-ო-პრენსის დასავლეთით მიემართება.
"ისააკი" დაახლოებით ოთხი ათასამდე ადამიანს ემუქრება, რომლებიც 2010 წლის მიწისძვრის შემდეგ, ფაქტობრივად, საცხოვრებლის გარეშე არიან დარჩენილნი და კარვების ქალაქში ცხოვრობენ.
ქარიშხალმა, შესაძლოა, წყალდიდობა და ღვარცოფი გამოიწვიოს, აფრთხილებენ სინოპტიკოსები მოსახლეობას.