ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე ცნობილია. 2012-2013 სასწავლო წელს 24.501 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ბრიფინგზე.
"წელს 24.501 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, რაც დარეგისტრირებული აბიტურიენტების 71 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მონაცემები შარშანდელ მაჩვენებელს 5,3 პროცენტით აღემატება. წელს 35.361 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 34.432 გამოცხადდა. დაგვიანების გამო კი გამოცდაზე 12 აბიტურიენტი არ დაუშვეს. პროცედურული დარღვევების გამო აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის ფაქტი არ დაფიქსირებულა. სააპელაციო განაცხადი 1480 აბიტურიენტმა შემოიტანა, აქედან 333 აპლიკანტს ქულა შეეცვალა",-აღნიშნა განათლების მინისტრმა.
2012 წელს ჩარიცხული სტუდენტების სია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge უკვე განთავსდა.
"2012 წლის გამოცდებმა მშვიდ გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. ასეთი ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდა. მომავალი წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი - 8+1 ამოქმედდება", - განაცხადადეკანოიძემ.
ამასთან, 2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა. გამოცდაზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაიარეს. მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და 7-ის ნაცვლად აბიტურიენტებს თავიდანვე 20 სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ. წელს მეოთხე არჩევით საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპრობირებელი სავალდებულო საგნები დააწესე