ჰაიტსა და დომინიკის რესპუბლიკის სანაპიროებს ტროპიკული შტორმი "ისააკი" უახლოვდება.
სინოპტიკოსების განცხადებით, სანაპიროსთან მიახლობასთან ერთად შტორმი ძალას იკრეფს და ის, სავარაუდოდ, ქარიშხლად გადაიქცევა.
"ისააკი" ჰაიტს რამდენიმე საათში დაატყდება თავს. ის დაახლოებით ოთხი ათასამდე ადამიანს ემუქრება, რომლებიც 2010 წლის მიწისძვრის შემდეგ ფაქტობრივად საცხოვრებლის გარეშე არიან დარჩენილნი და კარვების ქალაქში ცხოვრობენ.
ქარიშხალმა შესაძლოა წყალდიდობა და ღვარცოფი გამოიწვიოს, აფრთხილებენ სინოპტიკოსები მოსახლეობას.