ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტროპიკული ციკლონი იაპონიის კუნძულ ოკინავას უახლოვდება.
ტაიფუნი "ბოლავენი" მეთხუთმეტეა მიმდინარე წელს და ჩრდილო დასავლეთის მიმართულებით 15კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. ციკლონს თან სდევს ქარი, რომლის სიჩქარე 215 კმ/საათს აღწევს.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ სტიქია კუნძულს კვირას დაატყდება თავს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ანალოგიურმა ტაიფუნმა "ნაბიმ" 2005 წელს იაპონიაში 20 ადამიანი იმსხვერპლა.