"ქრისტაინ-დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია თანაგუნდელებთან ერთად გლდანის მოსახლეობას ახმეტელის თეატრში 13.00 საათზე შეხვდება. ინგა გრიგოლია, ლევან ვეფხვაძე, გიორგი ახვლედიანი და მაგდა ანიკაშვილი გლდანელებს სიტყვით მიმართავენ და „ქრისტიან-დემოკრატების" საარჩევნო პროგრამას გააცნობენ.
ინგა გრიგოლია კიდევ ერთხელ განუმარტავს გლდანის მოსახლეობას თუ როგორ აპირებენ „ქრისტიან-დემოკრატები" სამართლიანი ტარიფების დაწესებას.
„სამართლიანი ტარიფები ხალხს, ეს არის ჩვენი მთავარი დაპირება გლდანელებისთვის და არამხოლოდ მათთვის. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება ძალიან ინტერაქტიული და მე ვეცდები ყველა გლდანელის კითხვას გავცე პასუხი" - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.