25 აგვისტოს საქართველოს სახალხო არტისტს ზინაიდა კვერენჩხილაძეს 80 წელი შეუსრულდებოდა. ზინაიდა კვერენჩიხლაძე 2011 წლის 2 სექტემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. 2011 წლის 6 სექტემბერს, მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერის ეზოში დაკრაძალეს.
ზინაიდა კვერენჩიხლაძე 1932 წლის 25 აგვისტოს. 1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო 1970 წლიდან პარალელურად მუშაობდა თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრაზე რეჟისორის თანაშემწედ. 1988 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. 1990 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა დმანისის თეატრი - სტუდია „ქვემო ქართლი".
მან მაყურებელთან ერთად მკითხველის ყურადღებაც მიიპყრო შესანიშნავი წიგნის „ჩემი ანტიგონეს" პუბლიკაციით. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1968). საქართველოს სახალხო არტისტი (1976). აღსანიშნავია როლები: სლავკა („ფილოსოფიის დოქტორი"), ლელა („ბახტრიონი"), ლიზი („წვიმის გამყიდველი"), ტურა („ჭინჭრაქა"), ელიზაბეტ პროქტორი („სეილემის პროცესი"), დედა („მზიანი ღამე"), ანტიგონე („ანტიგონე"), ფედრა („ფედრა"), მედეა („მედეა"), იოკასტე („ოიდიპოს მეფე"), კლეოპატრა („ანტონიოსი და კლეოპატრა"), ემილი დიკინსონი („ამჰერსტის მშვენება"), პონსია („ვთამაშობთ ჯინს").